არ მივალ ისეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლითა და შეურაცხყოფით - კალაძე სატელევიზიო დებატებზე

საქართველო, თბილისი - 15:43 | 11.09.2021
ნანახია: 617

არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას, უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ საერთო დებატებზე ოთხი ტელევიზიის მიერ შეთავაზებასთან დაკავშირებით.

"არ ვაპირებ ამ ტელევიზიებში მისვლას და ამას აქვს თავისი ახსნა. სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რაც ჩემთვის გულდასაწყვეტია, რადგან მე არასდროს თქვენთვის მიკადრებია ისეთი რაღაცები, რასაც თქვენ აკეთებთ ჩემ წინააღმდეგ და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. შესაბამისად, არ ვთვლი, რომ უნდა მივიდე ასეთ ტელევიზიაში, რომელიც დაკავებულია ცილისწამებით, ტალახის სროლით, შეურაცხყოფით. უკვე ჩემზეც აღარ გაჩერდნენ და ჩემი ოჯახის წევრებზე გადავიდნენ", - აცხადებს კალაძე.

ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და კავკასია საჯაროდ იწვევენ დებატებში თბილისის მერობის სამ კანდიდატს - კახა კალაძეს, ნიკა მელიასა და გიორგი გახარიას.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე