მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას - ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველო, თბილისი - 19:13 | 13.09.2021
ნანახია: 433

მიხეილ სააკაშვილის განცხადება ცალსახად მიზნად ისახავს ჯარის დისკრედიტაციასა და პოლიტიზირებას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვას.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, სიცრუე და აბსურდია, თითქოს სამხედროებისთვის ბინების გადაცემა ნეპოტიზმის პრინციპით მოხდა.

სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილს მისი ხელისუფლების დროს სამხედროების წინაშე ჯერ კიდევ 2007 წელს აღებული ვალდებულება შეახსენა, რომლის აღსრულება და სამხედროების ბინებით დაკმაყოფილება სწორედ მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოხდა.

ამასთან, ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპონენტებს შეახსენა ბოლო წლებში საქართველოს თავდაცვის ძალებში შეიარაღების, აღჭურვილობის, სოციალური პირობების გაუმჯობესების კუთხით გადადგმული ნაბიჯები, რომელიც ნატო-ს სტანდარტების შესაბამისია.

რაც შეეხება საერთაშორისო სწავლებებს, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, ის მონაწილეთა რაოდენობით უპრეცედენტო და მასშტაბურია. ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმსა და მომზადების მაღალ დონეს კი, საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებიც ადასტურებს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე