მინიმუმ სუს-ის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღოს პრემიერ-მინისტრმა - ხაზარაძე ფარულ ჩანაწერებზე

საქართველო, თბილისი - 11:55 | 15.09.2021
ნანახია: 522

მოსმენები არის მახინჯი პრაქტიკა, რომელიც დაწყებულია „ნაციონალური მოძრაობის“ დროს და „ქართულმა ოცნებამ“ გადმოიბარა, არათუ გადმოიბარეს, არამედ გააძლიერეს, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ

"ეს არის ბინძური კამპანია, რომელსაც ვემიჯნებით. ძალადობა ხდება მოქალაქეებზე, ეკლესიაზე, სასულიერო პირებზე და ამით ხდება შანტაჟი. ეს არის დანაშაული და ის მეთოდი, რომელიც არც ერთი ცივილური საზოგადოების თავში არ მოვა. სპეცსამსახურის მუშაობა მესმის, მაგრამ მათი მუშაობა იმას უნდა ეფუძნებოდეს, რომ გამოავლინოს აგენტები და ის ხალხი, ვინც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას ებრძვიან, მაგრამ საკუთარ ინსტიტუციაზე, ეკლესიის წინააღმდე ბრძოლა წარმოუდგენელია. უნდა დაიწყოს გამოძიება, ჩემი ჩანაწერებიც არის და ყველას მოვუწოდებ, ვისი სახელიც არის ნახსენები, ამის გამოძიება ყველამ უნდა მოვითხოვოთ. ეს ყველაფერია სახელმწიფოსა და მოქალაქეების საწინააღმდეგოდ. როცა ქვეყანაში ასეთი რამე ხდება, მინიმუმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი უნდა გადადგეს და პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრემიერ-მინისტრმა. ეს ჩაწერები დღეს არ დაწყებულა, წინა პრემიერის დროს, იმის წინა პრემიერის დროს დაიწყო და „ქართული ოცნება“ არის იმის გამაფართოებელი, რა უმანკო ჩვევაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო“, – განაცხადა ხაზარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე