კახა ოქრიაშვილის თქმით, დმანისში ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

საქართველო, თბილისი - 16:42 | 21.09.2021
ნანახია: 603

დმანისში ოპოზიციის წევრებზე შეირაღებული  თავდასხმა მოხდა.
პარტია პროგრესი და თავისუფლების ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დმანისის მერობის კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ოპოზიციის ორი აქტივისტი დანით დაჭრეს

ინცინდენტის შედეგად არიან დაჭრილები და ნაცემი ადამიანები.

დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს.


„სოფელ განთიადში, წინასაარჩევნო შეხვედრის დროს თავს დაესხნენ და დანით დაჭრეს ოპოზიციის აქტივისტები. თავდამსხმელები იგივე ადამიანები არიან, ვინც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავს გვესხმოდნენ მე და ჩემს მომხრეებს და ისინი უკვე არიან ნასამართლევი. ეს ხალხია: ზურაბ ოკმელაშვილი, „ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატი მიხეილ დაუთაშვილი და მისი ვაჟი, დავით დაუთაშვილი. ოპოზიციის ორივე მომხრე უკვე გადაყვანილია საავადმყოფოში. არსებობს ფაქტების დამადასტურებელი ვიდეო-ჩანაწერები.

მივმართავ შესაბამის უწყებებს - ველით დამნაშავეების დაკავებას და უსწრაფეს რეაგირებას““, - ამბობს ოქრიაშვილი.

დმანისის მერობის შეთანხმებული კანდიდატის, გიორგი ტატუაშვილისა და პარლამენტის დეპუტატის კახა ოქრიაშვილის ორგანიზებით გამართულ წინასაარჩევნო შეხვედრაზე „ოცნების“ წარმომადგენლებმა ოპოზიციის აქტივისტები სოფელ განთიადში დანით დაჭრეს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე