თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 50,9%-ი ხმას "ქართული ოცნებას" აძლევს - კვლევა
საქართველო, თბილისი - 13:26 | 23.09.2021 ნანახია: 916
„ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის გიორგი ამილახვარის განცხადებას აკეთებს და განმარტავს, რომ თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 50,9%-ი ხმას ქართული ოცნებას აძლევს.
"დღეს გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ პარტიის სოციოლოგიური ჯგუფის მიერ თბილისში ჩატარებული მორიგი კვლევის შედეგები.
სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 16-20 სექტემბერს. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2792 რესპოდენტი. ცდომილების ზღვარი გახლავთ 3 %.
პირველ რიგში, წარმოგიდგენთ პარტიული რეიტინგების შეწონილ მონაცემებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის საკრებულოს არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პოლიტიკურ პარტიას მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
ქართული ოცნება 50,9%
ნაციონალური მოძრაობა 25,2%
საქართველოსთვის 5,7%
გირჩი - მეტი თავისუფლება 3,4%
პატრიოტთა ალიანსი 3,1%
ლელო 2,9%
მოქალაქეები 2,6%
მესამე ძალა 1,7%
ევროპული საქართველო 1,1%
ლეიბორისტული პარტია 0,9%
გირჩი 0,4%
სხვა პარტიები 2,1%.
წარმოგიდგენთ თბილისის მერობის კანდიდატების შეწონილ რეიტინგებს. კითხვაზე, „ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას", პასუხები შემდეგი სახით განაწილდა:
კახა კალაძე (ქართული ოცნება) 57,9%
ნიკანორ მელია (ნაციონალური მოძრაობა) 27,8%
გიორგი გახარია (საქართველოსთვის) 5,3%
ანა ბიბილაშვილი (ლელო) 2,5%
გიორგი ლომია (პატრიოტთა ალიანსი) 2,1%
ანა დოლიძე (ხალხისთვის) 1,6%
თამარ კეკენაძე (მესამე ძალა) 0,6%
მიხეილ ქუმსიშვილი (ლეიბორისტული პარტია) 0,5%
სხვა კანდიდატები 1,7%
კახა კალაძის რეიტინგი წინა პერიოდის ანალოგიურ კვლევასთან შედარებით, კიდევ გაიზარდა. ჩვენი მოლოდინები გამართლდა, ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ საარჩევნო კამპანიას და შესაბამისად, რეიტინგიც მზარდია.
როგორც ხედავთ, კახა კალაძეს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვოს.
ასევე, ლიდერობს თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის ყველა კანდიდატი:
მთაწმინდა
ზურაბ აბაშიძე (ქართული ოცნება) 55,6%
თენგო კირთაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 24,8%
ვახტანგ (ვატო) გვაზავა (საქართველოსთვის) 9,3%
საბა ბუაძე (ლელო) 6,1%
სხვა კანდიდატები 4,2%
ვაკე
გიორგი ტყემალაძე (ქართული ოცნება) 57,3%
ბათუ ქუთელია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 25,9%
მედეა მეტრეველი (ლელო) 6,6%
მერაბ მაჭავარიანი (საქართველოსთვის) 6,4%
სხვა კანდიდატები 3,8%
საბურთალო
ავთანდილ ცინცაძე (ქართული ოცნება) 59,8%
ბორისი ყურუა (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 21,5%
ვახტანგ (ვატო) სურგულაძე (ლელო) 7,5%
მიხეილ ნაბიჯაშვილი (საქართველოსთვის) 4,5%
სხვა კანდიდატები 6,7%
დიდუბე
გივი ჩხარტიშვილი (ქართული ოცნება) 52,8%
ნიკა მოსიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 31,6%
გიორგი ქაჯაია (საქართველოსთვის) 7,9%
დიმიტრი აბაშიძე (ლელო) 2,1%
სხვა კანდიდატები 5,6%
ნაძალადევი
ირაკლი ხელაძე (ქართული ოცნება) 59,5%
ბადრი გრიგალაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 26,2%
გალაქტიონ ღუდუშაური (საქართველოსთვის) 6,2%
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი (ლელო) 2,9%
სხვა კანდიდატები 5,2%
გლდანი
კონსტანტინე ზარნაძე (ქართული ოცნება) 51,2%
ელენე ხოშტარია (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 32,4%
ნათია მეზვრიშვილი (საქართველოსთვის) 6,7%
თამარ ადამია (ლელო) 3,4%
ნანა ტოხვაძე (მესამე ძალა) 1,4%
სხვა კანდიდატები 4,9%
ჩუღურეთი
ზურაბ ჩიკვილაძე (ქართული ოცნება) 59,8%
გიორგი ნონიაშვილი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 27,5%
რუსუდან თევზაძე (საქართველოსთვის) 5,6%
კახაბერ ჟღენტი (ლელო) 5,3%
სხვა კანდიდატები 1,8%
კრწანისი
ლევან ჯაფარიძე (ქართული ოცნება) 57,8%
თამაზ ახობაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 26,3%
ზურაბ რეხვიაშვილი (საქართველოსთვის) 7,4%
თაზო დათუნაშვილი (ლელო) 2,4%
სხვა კანდიდატები 6,1%
ისანი
კახაბერ ლაბუჩიძე (ქართული ოცნება) 58,6%
ბესო დონაძე (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 30,8%
დავით გოგიძე (საქართველოსთვის) 5,5%
ლანა გალდავა (ლელო) 1,7%
სხვა კანდიდატები 3,4%
სამგორი
რევაზ სოხაძე (ქართული ოცნება) 53,9%
დავით ჟღენტი (ე.წ. გაერთიანებული ოპოზიცია) 31,2%
კახაბერ ქემოკლიძე (საქართველოსთვის) 7,6%
ვახტანგ იაშვილი (მესამე ძალა) 2,4%
სხვა კანდიდატები 4,9%
კვლევის მონაცემებით, თბილისის საკრებულოს წევრთა 50 მანდატი პარტიებს შორის შემდეგი სახით განაწილდებოდა:
ქართული ოცნება 32%
ნაციონალური მოძრაობა 11%
საქართველოსთვის 2%
გირჩი - მეტი თავისუფლება 2%
პატრიოტთა ალიანსი 1%
ლელო 1%
მოქალაქეები 1%
შესაბამისად, თუ არჩევნები ამ შედეგებით დასრულდება, „ქართული ოცნებისა" და კახა კალაძის გუნდი თბილისის საკრებულოში, მაჟორიტარების ჩათვლით, მყარ უმრავლესობას მოიპოვებს.
ჩვენ დარწმუნებული ვართ რომ 2 ოქტომბერს ჩვენი დედაქალაქის ამომრჩევლების მხარდაჭერით კახა კალაძე პირველივე ტურში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს მისი საკრებულოს გუნდიც და შესაბამისად გაიმარჯვებს თბილისიც"-განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















