დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი. ივანიშვილმა კაპიტულაცია გამოაცხადა - ლევან ხაბეიშვილი

საქართველო, თბილისი - 19:43 | 01.10.2021
ნანახია: 633

დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი. ყველა ჭკვიანი, განათლებული, საზრიანი, საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კაპიტულაცია, - განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად საქართველოში იმყოფება.

„მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად იმყოფება საქართველოში. მინდა, დავაწყნარო, დავამშვიდო ჩვენი მომხრეები და არა მარტო ჩვენი მომხრეები, სრულიად საქართველო, საზოგადოება, რომ დაპირება, რომელიც ჰქონდა სააკაშვილს, მან საკუთარი ჯანმრთელობის, თავის გაწირვის ხარჯზე შეასრულა", – განაცხადა მიხეილ ხაბეიშვილმა.

მან მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„მინდა, მოვუწოდო „ქართული ოცნების“ მომხრეებს, დიახ, მეგობრებო, თქვენ არ უნდა დაარღვიოთ კანონი, თქვენ უნდა იცოდეთ, რომ დაწყებულია ხელისუფლების გადაბარების მშვიდობიანი პროცესი. ყველა ჭკვიანი, განათლებული, საზრიანი, საღად მოაზროვნე ადამიანი ხვდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა კაპიტულაცია გამოაცხადა. ის ამ არჩევნებზე არც გამოჩნდება, არც გამოჩენილა და არც არავისთვის დაუჭერია მხარი ღიად. ცხადია, რომ „ოცნება“ დასრულებულია. შესაბამისად ამ ყველაფერს სჭირდება გაფორმება. მოქალაქეებს მოგიწოდებთ, უკანასკნელი სახსრები გაიღეთ, მიბრძანდით არჩევნებზე და მშვიდობიანი გზით გავისტუმროთ „ოცნება", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე