იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით - მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ვიდეომიმართვა ჩაწერა

საქართველო, თბილისი - 20:39 | 01.10.2021
ნანახია: 570

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაკავებამდე ჩაწერა ვიდეომიმართვა , რომელიც ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა.

"მე შეიძლება დამაკავონ ახლა თბილისში, მაგრამ იცოდეთ, რომ ბოლომდე ვიბრძვით. ხვალ ვიკრიბებით ყველა, ძალიან ბევრი ხალხი გამოვდივართ ქუჩაში და ვიგებთ ბოლომდე ამ არჩევნებს",-თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.








პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე