ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იგეგმებოდა უდიდესი პროვოკაცია - მამუკა მდინარაძე

საქართველო, თბილისი - 21:09 | 01.10.2021
ნანახია: 538

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან იგეგმებოდა პროვოკაცია, რომელიც მაღალი კლასით შესრულებული სპეცოპერაციის მეშვეობით აღიკვეთა.

„უკვე, როდესაც ყველაფერი ნათელი ხდება, ალბათ კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან. საბედნიეროდ, ეს იქნა აღკვეთილი და მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ბუნებრივია, მადლობა უნდა გადავუხადოთ სამართალდამცველებს“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მან მხარდამჭერებს 2 ოქტომბრის არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა.

„რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველი, ვინც აპირებდა და არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ამ უდიდეს პროვოკაციას, რომელსაც პირველ რიგში სამართალდამცველებმა უპასუხეს, ასევე უპასუხებენ ჩვენი მომხრეები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ. ხვალ ყველა უნდა მივიდეს საარჩევნო ყუთთან, მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკურ გუნდს, რომელსაც ორიენტირი აქვს განვითარებაზე, მომავალზე, რეალურად დასავლურ კურსზე", - თქვა მდინარაძემ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე