სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა ქართული მართლმსაჯულებისთვის - კელი დეგნანი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 02.10.2021
ნანახია: 448

შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი ამბობს, რომ სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის.

"სააკაშვილის საქმე იქნება გამოცდა საქართველოს მართლმსაჯულების სისტემისთვის, თუ რამდენად მიუკერძოებლად, სამართლიანად და ღიად წარიმართება პროცესი და ჩვენ დავაკვირდებით იმას, თუ როგორ იქნება იგი წარმართული ადგილობრივი კანონმდებლობისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით,"- განაცხადა აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე