ოპოზიცია რეფერენდუმში დამაჯერებლად იმარჯვებს - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 16:32 | 02.10.2021
ნანახია: 495

გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას თქმით, ოპოზიცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებლად იმარჯვებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ოპოზიცია იმარჯვებს რეფერენდუმში, თანაც დამაჯერებლად. მათ შორის იმარჯვებს თბილისში, როგორც რეფერენდუმის, ასევე თბილისის მერის არჩევნების ნაწილში. ახლა მთავარია, ყველა დარჩენილ საათებში მივიდეთ და გავზარდოთ ეს სხვაობა ქართველ ხალხსა და "ქართულ ოცნებას" შორის, კიდევ უფრო მკაფიო გავხადოთ ქართველი ხალხის პასუხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქართულ ოცნებას არ მიეცეს საშუალება მანიპულაციების შედეგად რაიმე სახის გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე", - თქვა ნიკა მელიამ.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე