რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი - თაკო ჩარკვიანი
საქართველო, თბილისი - 16:20 | 06.10.2021 ნანახია: 748
გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა. მისი განმარტებით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას.
"არ გამოვირჩევი ინფორმაციის სროლით ეთერში. უმძიმესი ინფორმაცია გვაქვს, სასწრაფოდ შევიკრიბეთ. მივმართავ ყველა აკრედიტებულ ელჩს, დიპლომატიურ კორპუსს, სენატორებს, ევროპარლამენტარ კუბილიუსს, ამერიკის, უნგრეთის, ბრიტანეთის ელჩებს. მივმართავ ისრაელის ელჩს, ნატო-ს მისიის ხელმძღვანელობას ამიერკავკასიაში. უმძიმესი, გადამოწმებული ინფორმაციით, რუსეთის უშიშროება ზეწოლას ახდენს საქართველოს უშიშროებაზე, რათა განადგურებულ იქნას ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ჩვენი ინფორმაციით, აპირებენ ამ რამდენიმე დღეში ჯერ მის ფობიურ მდგომარეობაში მოყვანას, ეს ინფორმაცია არის გადაზუსტებული, ამიტომ გვინდა, რომ დიპლომატიურმა კორპუსმა მოინახულოს სააკაშვილი და ზეწოლა განახორციელონ უზნეო რუსეთზე მომუშავე ხელისუფლებაზე. მივმართავ დიპლომატიურ კორპუსს, დღეს თუ თქვენ მოისმინეთ ღარიბაშვილის განცხადება, ალბათ ეჭვი არავის გეპარებათ უკვე რა მზადდება საქართველოში.
ჩემი უმორჩილესი თხოვნაა, როგორც დეპუტატის, აქ დგას „საერთო-სახალხო მოძრაობა“, რომელიც ორ დღეში მრავალათასიან მიტინგს ვაანონსებთ რუსთაველზე, მაგრამ დღეს და ხვალ არის უმძიმესი ინფორმაცია. მე იშვიათად ვიცი ხოლმე და ინფორმაციას არ გავცემ ეთერში, თუ რაღაც განსაკუთრებული არ არის. პირველი ინფორმაცია მქონდა, როდესაც საქართველოს ანექსიის შესახებ მივიღე ინფორმაცია და დაიწყო მართლაც „ქართულმა ოცნებამ“ ამაზე მუშაობა. დღევანდელი ჩემი უმძიმესი ინფორმაციით, ჩაფიქრებულია განადგურება მორალური, ფიზიკური მიხეილ სააკაშვილის. უმორჩილესად გთხოვთ, მოინახულოთ, შეიკრიბოთ, დიპლომატები ჩაერთონ, მას დიდი მეგობრობა ჰქონდა პრეზიდენტ ბუშთან და არამხოლოდ, ევროპარლამენტარებთან, სენატორებთან, ყველასთან. გთხოვთ, თქვენი მეგობარი საქართველო ყოფილი პრეზიდენტით დიდ განსაცდელშია. განსაცდელი საქართველოსთვის არის ის, რომ მორალურად უნდა წელში გადატეხვა ყოფილი პრეზიდენტის და კიდევ უფრო უზარმაზარი განსაცდელი არის ის სიჩუმე, რომელიც მოსალოდნელი იქნება საქართველოში და რომელიც აუცილებლად ანექსიას მოიტანს. მე პასუხს ვაგებ თითოეულ სიტყვაზე. მსოფლიო, გთხოვთ, დადექით კიდევ ერთხელ ჩვენს გვერდით“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
პოლიტიკა
- როგორც ვიცით, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მცირედი უკეთესობა შეინიშნება - მეუფე შიო
- როგორც პოლიტპატიმარი, მკაფიოდ და კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებაზე და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს - ელენე ხოშტარია
- „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებთ, შეწყვიტოს რეპრესიები,საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ უღალატა - ბენჟამენ ჰადადი
- ევროკავშირს თუ ნამდვილად სურს საქართველოსთან ურთიერთობის გამოსწორება, გზა მარტივია: პატივი სცეს ქართველ ხალხს, მის დემოკრატიულ არჩევანს და ევროპული ღირებულებებს, სხვა გზა უბრალოდ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- ომი სასიყვარულო ურთიერთობას ჰგავს - დაწყება ადვილია, გამოსვლა კი - ძნელი - კაია კალასი
- მსოფლიო პატრიარქი, მღვდელთავრებთან ერთად, პატრიარქს წესს აუგებს - მამა იოვანე
- ვგლოვობთ მისი უწმინდესობის, პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებას და გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებთ ქართველ ხალხს - მარკო რუბიო
- პატრიარქს 22 მარტს, სიონის ტაძარში დაკრძალავენ
სამართალი
- უჩა ნანუაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე დაიბარეს, ყოფილი სახალხო დამცველი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვას ითხოვს
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
მსოფლიო
- უკრაინა, ნავთობსადენ „დრუჟბას“ აღსადგენად ფინანსური და ტექნიკური დახმარების შესახებ ევროკავშირის შეთავაზებას დათანხმდა
- მჯერა, კუბის აღების პატივი მექნება, ვფიქრობ, შემიძლია, მასთან გავაკეთო ის, რაც მინდა - დონალდ ტრამპი
- ლონდონი მოკავშირეებთან ერთად ჰორმუზის სრუტის ხელახლა გახსნისთვის მუშაობს, თუმცა ეს რთული ამოცანაა - კირ სტარმერი
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
- GRAS 2026 - „თეგეტა გრინ პლანეტისა“ და Wasteless-ის ორგანიზებით თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა
- საავტომობილო ბრენდების მრავალფეროვანი არჩევანი ერთ სივრცეში - ბათუმში „ავტო გალერის“ შოურუმი გაიხსნა
- „წლის ქალთა გაძლიერების პროექტი“ - „თეგეტა“ EBA-ს ფორუმზე დაჯილდოვდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















