"ნაციონალური მოძრაობის" დღევანდელი აქციის გზავნილებს ვიზიარებთ, ამიტომ ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, პირადად მეც, მონაწილეობას მივიღებთ - სერგო ჩიხლაძე

საქართველო, თბილისი - 12:04 | 14.10.2021
ნანახია: 505

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ამბობს რომ„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული დღევანდელი აქციის პოლიტიკურ გზავნილებს სრულად იზიარებს, რის გამოც აქციაში მიიღებს მონაწილეობას.

„დღევანდელი აქციის ძირითადი გზავნილები არის ამ ქვეყანაში პოლიტდევნის შეწყვეტა, სამართლიანი სასამართლოს არსებობა, სასამართლო რეფორმის არსებობა, სამართალდამცავი სტრუქტურების დეპოლიტიზაცია. ამ პოლიტიკურ გზავნილებს სრულად ვიზიარებთ, აქედან გამომდინარე, ბევრი ჩვენი თანამებრძოლი, აქტივისტი, მეც პირადად, ამ აქციაში მონაწილეობას მივიღებთ"- თქვა ჩიხლაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია.

„სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ბრალის, თუ უდანაშაულობის დამტკიცება უნდა მოხდეს თავისუფალ, სამართლიან და არა კლანურ, ჩინჩალაძის სასამართლოში“, – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე