უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით - გოა ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 15:22 | 15.10.2021
ნანახია: 449

გიგი უგულავამ ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, არ ეღრიალა წიქარასავით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ გუშინდელ აქციაზე გიგი უგულავას სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით.

„თუ ექიმმა გიგი უგულავას რეკომენდაცია მისცა, მისი რენომესთვის სჯობდა, არ მიეცა, რადგან ისეთი სისულელეები ილაპარაკა, სჯობდა, საერთოდ არ ელაპარაკა, არ ეღრიალა წიქარასავით. სჯობდა, ეს არ მომხდარიყო მისთვის და მისი პოლიტიკური პარტიისა თუ პოლიტიკური გემოვნების ინტერესებიდან გამომდინარე. დაარღვია თუ არა რეგულაციები, არ ვიცი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გიგი უგულავა, რომელსაც 7 ოქტომბერს კორონავირუსი დაუდასტურდა, თავისუფლების მოედანზე სიტყვით გამოვიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე