ვისაუბრეთ სააკაშვილის პატიმრობასა და 30 ოქტომბრის არჩევნებზე - ნიკა მელია ელჩებთან შეხვედრაზე

საქართველო, თბილისი - 17:56 | 16.10.2021
ნანახია: 549

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები სასტუმრო რუმსში სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს შეხვდნენ. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას თქმით, შეხვედრის თემა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური, დაკავებული ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო.

"ჩვენს სტრატეგიულ მეგობრებს, ჩვენი ქვეყნის ქომაგებს შევხვდით, სხვადასხვა ქვეყნის ელჩებს და, რა თქმა უნდა, ყველა აქტუალურ საკითხზე ვისაუბრეთ დეტალურად, დაწვრილებით. ძირითადად საკითხი ეხებოდა 30 ოქტომბრის არჩევნებს, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობას და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც დღეს ქვეყანაში აქტუალურია. მინდა გულწრფელად გითხრათ ერთი რამ, რომ ელჩები არიან ძალიან ინფორმირებული, დეტალურად ინფორმირებული, არა ნაკლებ, ვიდრე თითოეული ჩვენგანი". – თქვა ნიკა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე