ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა - კახა კალაძე სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 21:22 | 17.10.2021
ნანახია: 724

როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება, - განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ.

„მიხეილ სააკაშვილს აქვს კონკრეტული დანაშაული ჩადენილი. მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია ვინმეს დაკავება და ციხეში გამოკეტვა, ისევე, როგორც არ მიხაროდა სააკაშვილის რეჟიმის დროს კონკრეტული ოჯახების გაუბედურება; არ მიხაროდა ახალგაზრდების მკვლელობები; არ მიხაროდა 26 მაისს სახურავზე შემოყრილი გარდაცვლილი ადამიანების გვამები. რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან მძიმე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს.

„სააკაშვილი იმყოფება იქ, სადაც უნდა იმყოფებოდეს. ჩვენ ვისმენთ ბოლო დღეების განმავლობაში – „თავისუფლება მიშას“. მიშას აუცილებლად ექნება თავისუფლება, მას შემდეგ, როდესაც სასჯელს მოიხდის“, – თქვა კალაძემ პირველი არხის ინფორმაციით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე