მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის საკნიდან მხარდამჭერებს მიესალმა

საქართველო, თბილისი - 14:38 | 21.10.2021
ნანახია: 455

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხის საკნიდან მხარდამჭერებს მიესალმა.

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფება რუსთავის მერობის კანდიდატი დავით კირკიტაძე.

მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. ის რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება. სააკაშვილმა პატიმრობის პირველივე დღიდან შიმშილობა გამოაცხადა.

ფოტო: მთავარი არხი
 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე