სააკაშვილის დროს, ზუგდიდში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 18:56 | 21.10.2021 ნანახია: 706
ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ აქვთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას.
„მინდა, რომ შევაჯამო ჩვენი შეხვედრები. სამეგრელოში გვქონდა შეხვედრები ჩვენს შტაბებთან. მინდა გითხრათ, რომ ზუგდიდში არის სრული მზაობა იმისა, რომ 30 ოქტომბერს ჩვენმა ღირსეულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს დიდი უპირატესობით, იმიტომ, რომ ამ ქალაქს და ზუგდიდელებს სხვა ალტერნატივა, სხვა გზა, სხვა არჩევანი არ აქვთ. ზუგდიდმა ძალიან კარგად იცის სიმართლის ფასი, ტყუილის ფასი, თეთრის და შავის გარჩევა. ძალიან კარგად გვახსოვს, თუ როგორ იქცეოდა წინა ხელისუფლება, მჩაგვრელი, მოძალადე, მკვლელების და სადისტების ხელისუფლება ამ ქალაქში. მე შევახსენებ ყველა ზუგდიდელს, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სააკაშვილის დროს, ამ ქალაქში თარეშობდნენ სწორედ ის კრიმინალები, რომლებიც დღესაც ცდილობენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. თქვენ კარგად გახსოვთ, მაგალითად, იგივე „კასრების საქმე“ და ვინ არის ამ „კასრების საქმის“ შემოქმედი, მათი სახელი არის კოლექტიური უბირიები, იცით ხომ, ვინ არის უბირია, კაცი, რომელიც აუპატიურებდა უდანაშაულო ადამიანებს და აწამებდა ადამიანებს. ეს ხელისუფლება და ეს ძალა არის „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილის პარტია.
მინდა ერთი რამ ვუთხრა ჩვენს მოსახლეობას, რომ ჩვენი ხელისუფლება, რა თქმა უნდა, არავის არ მისცემს პროვოკაციის მოწყობის უფლებას და საშუალებას. ერთადერთი მიზანი და მიზეზი, რის გამოც ჩამოვიდა სააკაშვილი, ეს იყო არეულობის მოწყობა ქვეყანაში, რომელიც არ გამოუვიდათ და მინიმუმ 6 წელი ეს კაცი იჯდება ციხეში. რა თქმა უნდა, ჩვენ არავის ციხეში ყოფნა არ გვიხარია და ეს არ არის ჩვენი თვითმიზანი, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ამ ქვეყანაში არავინ არ დგან კანონზე მაღლა, იმის მიუხედავად, ვის რა თანამდებობა აქვს, ან ჰქონდა.
მე არ მინდა ვისაუბრო ჩვენი კანდიდატის ოპონენტზე. ანზორ მელია შეიძლება არის დამსახურებული ექიმი, მაგრამ მე ძალიან მაინტერესებს და კითხვა მინდა დავუსვა თითოეულ ზუგდიდელს - რა მოტივაცია აქვს ამ კაცს, როგორ უნდა მართოს ზუგდიდი კაცმა, რომელმაც არ იცის ბიუჯეტი, რამდენი სოფელი ამ ქალაქში და საერთოდ, წარმოდგენა არ აქვს, როგორ იმართება მუნიციპალიტეტი. ამ დროს, ჩვენ გვყავს ძალიან გამოცდილი, უწესიერესი კაცი, ბატონი მამუკა წოწერია, რომელიც ღირსეული ზუგდიდელია, რომელიც არ შეარცხვენს ზუგდიდელებს და ზუგდიდს, ამ ქალაქს. შესაბამისად, რა თქმა უნდა, მინდა ვთხოვო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, რომ არც ერთი არ დარჩეს სახლში არჩევნების დღეს, ყველანი არჩევნებზე, რომ 30 ოქტომბერს საბოლოოდ ბეჭედი დავუსვათ ნაციონალური მოძრაობის ამ ბოგინს. მთავარი დამნაშავე ციხეშია, სააკაშვილი მინიმუმ 6 წელი იქნება ციხეში. მე მოვისმინე რამდენიმე ჩვენი მხარდამჭერისგან, რომ შეგნებულად ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს 6 წელი არ იჯდება, აპირებენ გადაცემას უკრაინაში და ა.შ. ყველაფერი არის გამორიცხული. გამორიცხულია, რომ სააკაშვილის საპატიმროდან გამოვიდეს ვადაზე ადრე. მინიმუმ 6 წელი იჯდება იგი საპატიმროში და რა თქმა უნდა, ასევე გამორიცხულია და ამაზე სერიოზული კომენტარი არ შეიძლება გავაკეთო, რომ ხომ არ იგეგმება მისი გადაცემა უკრაინაში, ეს არის სრული აბსურდი და ამაზე მე უკვე გავაკეთე კომენტარი.
ასევე მინდა ვთქვა ერთი რამ და მივმართო ზუგდიდელებს. რომ ვინმემ წარმოიდგინოს და დავუშვათ, ჰიპოთეტურად წარმოვიდგინოთ, რომ ანზორ მელია არის ზუგდიდის მერი. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ წყვეტა მოხდა ცენტრალურ ხელისუფლებასთან. როგორ შეიძლება, რომ მთავრობას ამ ადამიანთან, ან ამ ძალასთან ჰქონდეს ნორმალური, კონსტრუქციული ურთიერთობა. ამით ხომ დაიჩაგრება ისევ და ისევ ჩვენი ხალხი, ჩვენი მოსახლეობა, ზუგდიდელები. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ არჩევნებს მოვიგებთ ყველა მუნიციპალიტეტში. ჩვენ საერთო ეროვნულ დონეზე მოვიგეთ არჩევნები და მივიღეთ 47% და ახლა, ამ ოცივე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ დიდი უპირატესობით ამ არჩევნებს და ქვეყანა გააგრძელებს მშვიდობიან განვითარებას.
ჩვენს მოსახლეობას რა სჭირდება - სამუშაო ადგილები, სიღარიბის დაძლევა, პროგრესი, განვითარება. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა პოლიტიკოსებს შორის გაუთავებელი, რაღაც უაზრო, უსაგნო საუბარი და კინკლაობა. 30 ოქტომბერს ამასაც დავასრულებთ. არჩევნების შემდეგ აღარ იქნება საუბარი აღარც სააკაშვილზე და აღარც „ნაცმოძრაობაზე“.
მე მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, ჩვენს ამომრჩევლებს, ღირსეული პოზიციისთვის და კიდევ ერთხელ, 30 ოქტომბერს, ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და მოვიგოთ ღირსეულად, ძლიერად“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















