ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს - კობახიძე ევროპარლამენტარებზე

საქართველო, თბილისი - 12:54 | 23.10.2021
ნანახია: 456

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც სააკაშვილის გათავისუფლებას უჭერენ მხარს ნაციონალური მოძრაობის ლობისტები არიან, რაშიც ფულს იღებენ.

"ცალკეულ ეტაპზე, სამწუხაროდ, მათი ჩარევა აღმოჩნდა წარმატებული, კერძოდ მოხდა მართლმსაჯულების პოლიტიზება, ერთ შემთხვევაში პრეზიდენტმა შეიწყალა, სხვა შემთხვევაში ამნისტიით მოხდა გამოშვება და სხვა, ანუ მათ ჰქონდათ წარმატებული მაგალითები, თუმცა ამას ერთხელ და სამუდამოდ დაესვა წერტილი, მათ აღარ მივცემთ, კონკრეტულ ლობისტებს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიზების უფლებას. ლობისტებს აქვთ კონკრეტული საქმე ისინი ამაში იღებენ ფულს და ვერ გავამტყუნებთ, ფული აქვთ აღებული და ლობირება უნდა გაუწიონ მიხეილ სააკაშვილს და სხვა კრიმინალებს". - თქვა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე