ვნახეთ, როგორ დასრულდა გენიალურად დაგეგმილი სააკაშვილის ავანტიურა. ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი, არავინ არის მისი გამომშვები - ღარიბაშვილი
საქართველო, თბილისი - 16:26 | 23.10.2021 ნანახია: 594
ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები, აბნევენ მოსახლეობას და არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში, გამოუშვებდნენ, ახლა გადაწიეს, ამბობენ ერთ წელს, ორ წელს. მინდა, მივმართო ყველას, რაც დროზე გააცნობიერებენ, რომ მათი ბელადი დიდხანს იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს და სხვა საქმიანობას დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, რაც შეეხება მმართველი გუნდის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის ოპონენტს, ის არის ხატია დეკანოიძე.
„ქალბატონი, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს საერთოდ, რა ხდება ქუთაისში, გავლით არის ნამყოფი ქუთაისში და არავითარი კავშირი, ბმა, ქუთაისთან და ქუთაისელებთან არ გააჩნია. გასაგებია, რა შედეგიც მიიღო, ეს იყო სააკაშვილის დროებითი ეფექტი, თუმცა, ვნახეთ როგორ დასრულდა გენიალურად დაგეგმილი სააკაშვილის ავანტიურა. ციხეში ამოყო თავი და დიდხანს იქნება პატიმარი სააკაშვილი ციხეში და არავინ არის მისი გამომშვები ციხიდან. ვიცი, რომ ქუთაისში დადიან ხატია დეკანოიძის წარმომადგენლები, აბნევენ მოსახლეობას და არწმუნებენ, რომ ერთ კვირაში, გამოუშვებდნენ, ახლა გადაწიეს, ამბობენ ერთ წელს, ორ წელს. მინდა, მივმართო ყველას, რაც დროზე გააცნობიერებენ, რომ მათი ბელადი დიდხანს იქნება ციხეში და დროზე იპოვნიან სხვა საქმეს და სხვა საქმიანობას დაიწყებენ, მით უკეთესი მათთვის, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაპირებთ, მსგავსი პრეცედენტი დავუშვათ და ეს დამნაშავე კაცი ვადაზე ადრე გამოვიდეს ციხიდან. ეს გამორიცხულია, ისევე, როგორც გამორიცხულია მისი გადაცემა უკრაინისთვის. ეს მეორე საკითხია, რომელსაც ავრცელებენ ჩვენს მოსახლეობაში. ორივე საკითხი ამოწურული და დახურულია და ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პოლიტიკა
- ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური - დიდი ბრიტანეთის საელჩო
- სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი
- თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინკის ხვდებიან
- ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს - - ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე
სამართალი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს