საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს - ღარიბაშვილი გვარამიას განცხადებაზე სააკაშვილის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით

საქართველო, თბილისი - 15:08 | 24.10.2021
ნანახია: 496

ისინი საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა, ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს?! - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში, მედიასთან საუბრისას, ნიკა გვარამიას დღევანდელი განცხადების კომენტირებისას.

„კარგად გვესმის მათ მიერ პანიკის დათესვის მიზეზი, დაძაბული ერთი კვირა გვექნება და ძალიან ბევრ აბსურდულ პანიკის შემცველ ბრიფინგებს მოვისმენთ მათგან. მინდა, მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოვუწოდო, მშვიდად ვუსმინოთ ამ ბოდვას. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად უსაფუძვლო. ისინი საკუთარი გარყვნილი ქმედებიდან გამომდინარე აკეთებენ მსგავს პანიკურ, აბსურდულ განცხადებებს. როგორ შეიძლება, ხელისუფლება, მმართველი ძალა, ასეთ საშინელ პროვოკაციას გეგმავდეს ან ფიქრობდეს?! ამით კიდევ ერთხელ ადასტურებენ, თუ რაზე არიან წამსვლელები, რას გააკეთებდნენ, ჩვენს ადგილას რომ ყოფილიყვნენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მთავარი არხის“ ხელმძღვანელმა და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა დღეს მედიასთან თქვა, რომ ხელისუფლება ციხეში იმიტირებულ ბუნტს გეგმავს, რომელიც სააკაშვილის ლიკვიდაციით უნდა დასრულდეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე