რაც მალე შეეგუებიან წაგებას, სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის. ვურჩევდი ყველას, დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 16:02 | 24.10.2021
ნანახია: 510

მათი მთავარი ლიდერი, ბელადი, ეს ავადმყოფი კაცი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად გამოდიან და ყოველდღე საუბრობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს და ხალხს ეუბნებიან, 30 ოქტომბერს საბოლოოდ გავიმარჯვებთო, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თიანეთში ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ხალხმა ნდობა მმართველ პარტიას  გამოუცხადა და მათი სურვილია დესტაბილიზაციის დასრულება.

წარმოიდგინეთ, ამ რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო არჩევნები, რეფერენდუმი წააგო, ჩვენ 47%-იანი შედეგი დავდეთ, ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს, დასრულდეს ეს დესტაბილიზაცია, „ქართულმა ოცნებამ“ გააგრძელოს მმართველობა და მშვიდობიანი პერიოდი დადგეს მომდევნო სამი წლის განმავლობაში. მათი მთავარი ლიდერი, ბელადი, ეს ავადმყოფი კაცი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად გამოდიან და ყოველდღე საუბრობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს და ხალხს ეუბნებიან, 30 ოქტომბერს საბოლოოდ გავიმარჯვებთო. წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში და ილუზიებში არიან. რაც მალე შეეგუებიან ისინი ამ წაგებას, ამ კრახს, სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის. ვურჩევდი ყველას, მათ, რომ დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა საქმიანობაზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე