10 თებერვალს, საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი გაიმართება
საქართველო, თბილისი - 14:44 | 09.02.2016 ნანახია: 1835
10 თებერვალს, სასტუმრო „Radisson Blu Iveria“-ში, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს ფორუმი გაიმართება, სადაც ჩეხური და ქართული კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ პირისპირ გამართონ მოლაპარაკებები სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით.
ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრი იან მლადეკი. საქართველოს მხრიდან ფორუმს გაუძღვება საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.
ფორუმის ფარგლებში გაიმართება მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონია საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ჩეხეთის სავაჭრო პალატას შორის.
ჩეხეთის დელეგაციის შემადგენლობაშია 31 კომპანიის წარმომადგენელი, რომელთა მიზანია პარტნიორული ურთიერთობების დამყარება შესაბამის ქართულ კომპანიებთან. ფორუმს დაესწრება 85 ქართული კომპანია, დაგეგმილია 178 პირისპირ შეხვედრა ქართულ და ჩეხურ კომპანიებს შორის.
ჩეხეთის ბიზნეს დელეგაციის წევრი კომპანიები წარმოადგენენ შემდეგ სფეროებს: სარკინიგზო პროდუქცია/დანადგარები; საბანკო-საფინანსო სფერო; კონსალტინგი; ტრანსპორტი და ლოჯისტიკა; საკანალიზაციო სისტემები; ინფორმაციული ტექნოლოგიები; სამედიცინო ტურიზმი; მედიცინა; თაფლის დესერტები; GBB TV სისტემები; ფარმაცევტული საშუალებები; საკვები დანამატები; კოსმეტიკა; მშენებლობა; ელექტრო ლოკომოტივები და შესაბამისი სერვისები; ნავთობის და სპირტის გადამუშავებისთვის, ქარხნების, ქიმიური და კვების მრეწველობებისათვის საჭირო ტექნოლოგიები და დანადგარები; აღჭურვილობა საავადმყოფოებისათვის; საკანალიზაციო დანადგარები; წყლის დასუფთავებისათვის აუცილებელი მოწყობილობები; სპორტული მედლები, თასები და ჩირაღდნები და სხვა.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















