"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად თავის თავს უწყობს კონტრაქციას - ლაშა დამენია

საქართველო, თბილისი - 11:43 | 27.10.2021
ნანახია: 446

"ეს თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და ატარებს კონტრაქციას კონკრეტულად ოპოზიციის წინააღმდეგ", - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა ლაშა დამენიამ "ქართული ოცნების" დაორგანიზებულ აქციასთან დაკავშირებით.

"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის მეცხრე წელს ფაქტობრივად თავის თავს უწყობს კონტრაქციას, რომელიც ჩვეულებრივი დავალებაა "სიპებისთვის", "აიპებისთვის“, გამგეობებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის, სკოლებისთვის და იმიტაციის შექმენა იმისა, რომ თითქოს ხალხში აქვთ მხარდაჭერა. ეს თავისთავად საშიში მოვლენაა, როდესაც ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს და ატარებს კონტრაქციას კონკრეტულად ოპოზიციის წინააღმდეგ. ამ ყველაფრის დამადასტურებელი იქნება 30 ოქტომბერი, როდესაც ხელისუფლებას პირწმინდად დამარცხება ოპოზიციასთან", - განაცხადა დამენიამ.

ცნობისთვის, "ქართული ოცნება" 27 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე წინასაარჩევნო, დასკვნით აქციას მართავს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე