მამუკა ბერძენიშვილი: ირანიდან ტურისტების კლებადი სტატისტიკა გვქონდა, რაც ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამოსწორდება
საქართველო, თბილისი - 15:34 | 09.02.2016 ნანახია: 2505
ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შემდეგ ტურისტების ზრდას ელიან აჭარაშიც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ ირანში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა აქტიობები დაიგეგმოს.
„მინდა ავღნიშნო, რომ ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმება ერთმნიშვნელოვნად დადებითი ფაქტია. ეს პირველ რიგში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში და მით უფრო აჭარაში ირანელი ტურისტების მატებას.
სამწუხაროდ, ბოლო წლებში ამ მხრივ კლებადი სტატისტიკა გვქონდა, რაც ვფიქრობ ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გამოსწორდება.
2011 წელს, რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით, ჩვენ მონაწილეობას ვღებულობდით ირანში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში და აჭარის დელეგაციაც იმყოფებოდა ირანში საქმიანი ვიზიტებით. სამომავლოდ არ გამოვრიცხავ, რომ ჩვენ ისევ დავგეგმოთ აქტივობები ირანში რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მიზნით და დავიწყოთ ზრუნვა ამ ტურისტული ბაზრის ათვისებაზეც“, განაცხადა მამუკა ბერძენიშვილმა.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში, განთავსების ობიექტების მიერ მოწოდებულ სტატისტიკაზე დაყრდნობით, განმარტავენ, რომ 2015 წელს ირანიდან აჭარაში 1 828 ვიზიტორი იმყოფებოდა, 2014 წელს კი - 9 514 ვიზიტორი. შესაბამისად 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, აჭარაში განთავსების ობიექტებში ირანელ ვიზიტორთა რაოდენობა 81 %-ით შემცირდა. 2013 წლის მონაცემებით, აჭარის განთავსების ობიექტების მომსახურებით 18 559 ირანელმა ვიზიტორმა ისარგებლა, შესაბამისად 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ირანელ ტურისტთა მაჩვენებელი 49 %-ითა შემცირებული.
შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე.
საუბრისას გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.
პოლიტიკა
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
- პაპუაშვილი ერთი ზვიგენიანი მილიარდერის მონაა და იძულებულია ყოველ მეორე დღეს დებილობები ილაპარაკოს - ზურაბ ჯაფარიძე
მსოფლიო
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















