გახარიას გუნდის წევრმა ბათუმის საკრებულოში პარტია დატოვა

საქართველო, თბილისი - 10:21 | 29.10.2021
ნანახია: 419

პარტია „საქართველოსთვის“ ბათუმის ორგანიზახიის ხელმძღვანელმა ირაკლი თავდგირიძემ პარტია დატოვა. მან გადაწყვეტილების შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.

თავდგირიძე ამასთანავე გიორგი გახარიას პარტიის სიით ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატია.

"ჩემთვის ბათუმის საკრებულოს მომავალი წევრისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ნაცმოძრაობასთან (ლელოს ჩათვლით) ნებისმიერი სახით თანამშრომლობა, მითუმეტეს მათთან კოალიცია და თანამდებობის გადანაწილებაზე კონსულტაციაც კი! შესაბამისად, ვტოვებ პარტია საქართველოსთვის ბათუმის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თანამდებობას და საკრებულოში საქმიანობას გავაგრძელებ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი, ჩემი სინდისის კარნახით და ბათუმელების საკეთილდღეოდ!

არა ნაცებს, არა ბოროტებას, ნაცმოძრაობა ვერასოდეს იქნება ბათუმის უმრავლესობა საკრებულოში!", წერს თავდგირიძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე