თავად სააკაშვილი ამბობს, უნდა ჩამოვშალოთ და დავამხოთ ხელისუფლებაო, მისი მომხრეები კი ამბობენ, უნდა ავჯანყდეთო - გურამ მაჭარაშვილი
საქართველო, თბილისი - 12:56 | 29.10.2021 ნანახია: 445
რევოლუციურ სცენარებზე გამოძიება კი არ საუბრობს, სააკაშვილი საუბრობდა და საუბრობს დღემდე. ამას რად უნდა პრემიერის ან ჩემი დამტკიცება, თავად ამბობს, რომ უნდა ჩამოვშალოთ და დავამხოთ ხელისუფლებაო, მისი მომხრეები კი ამბობენ, უნდა ავჯანყდეთო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა.
მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური დაავადება აქვს და თავისი წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ აინტერესებს.
"ამას თავადაც არ მალავს და კიევიდან საკუთარ გამოსვლაში არაერთხელ მოუწოდებია მომხრეებისთვის, რომ ბევრი საპროტესტო აქცია, მათ შორის არაკანონიერი უნდა ჩაეტარებინათ. აღარაფერს ვამბობ, რომ მათ სამართალდამცავი ორგანოების საწინააღმდეგო განცხადებები უნდა გაეკეთებინათ. მთავრობამ ძალოვანი უწყებების ჩართულობით სახელმწიფოს ის უბედურება აარიდა, რაზეც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო მეტ დეტალს გავიგებთ, თუ რა იგეგმებოდა. „ნაციონალურ მოძრაობას“პოლიტიკური დაავადება აქვს და თავისი წევრების ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი არ აინტერესებთ. ვიცით, რომ მიმდინარეობს მოკვლევა და გამოძიება იმასთან დაკავშირებით, როგორ შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში უკანონოდ, ბევრი დეტალი შეიძლება გახდეს ცნობილი. სწორედ ამას გულისხმობს ირაკლი ღარიბაშვილი, როცა ამბობს, რომ თავის დროზე გახდება ცნობილი, ყველა ის დეტალი, თუ რა ჰქონდა გეგმაში მიხეილ სააკაშვილს როცა შემოვიდა ქვეყანაში. შეიძლება მის მიერ ჩაწერილი ვიდეოები დაგვეხმაროს, თუ რა გეგმები ჰქონდა, როცა საქართველოში შემოდიოდა ისევე, როგორც აქამდე გვეხმარება ეს ვიდეოები. რევოლუციურ სცენარებზე გამოძიება კი არ საუბრობს, სააკაშვილი საუბრობდა და საუბრობს დღემდე. ამას რად უნდა პრემიერის ან ჩემი დამტკიცება, თავად ამბობს, რომ უნდა ჩამოვშალოთ და დავამხოთ ხელისუფლებაო, მისი მომხრეები კი ამბობენ, უნდა ავჯანყდეთო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.
პოლიტიკა
- ზურაბ ჯაფარიძის დაკავება არაპროპორციული ზომაა და მიზნად ისახავს ოპოზიციის დაშინებას, ეს არის საქართველოს დემოკრატიული დაღმასვლის კიდევ ერთი დასტური - დიდი ბრიტანეთის საელჩო
- სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი
- თინა ბოკუჩავა და ზურაბ ჭიაბერაშვილი პაველ ჰერჩინკის ხვდებიან
- ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომელსაც მუხლები უკანკალებს - - ალეკო ელისაშვილი ზურაბ ჯაფარიძის სასამართლო პროცესზე
სამართალი
- ვარკეთილში მიკროავტობუსი, რომელსაც სავარაუდოდ არასრულწლოვანი მართავდა, რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა და დააზიანა
- პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა, შენახვის და გასაღების მომზადების ფაქტებზე 5 პირს ბრალდება წარუდგინა
- გიორგი ჩიკვაიძეს 9 წლით, ირაკლი პაპიაშვილს კი 8 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
- ნიკა მელიას 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა
მსოფლიო
- დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ივნისიდან ევროკავშირისთვის 50%-იანი ტარიფის დაწესებას გეგმავს
- ბრიტანეთში კირ სტარმერთან დაკავშირებული უძრავი ქონების დაწვის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
- ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს
- მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა, როგორც ჩანს, პუტინმა არ იცის, როგორ გავიდეს ომიდან - ჯეი დი ვენსი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „თეგეტა ბიზნესი“ - ჰოლდინგის ახალი მიმართულება ბიზნესების მხარდასაჭერად
- „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით თბილისში Global Tech Weekend Tbilisi 2025 გაიმართება
- მოემზადე უსაფრთხო მგზავრობისთვის - „თეგეტა მოტორსის“ მაისის შეთავაზებები
- ერევანში Leasing Expo 2025 „თეგეტას“ პარტნიორი კომპანიის Premium Machinery Armenia-ს გენერალური სპონსორობით გაიმართა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება
- თუშიშვილი ვერც გუნდურ შეჯიბრებაში მიიღებს მონაწილეობას, ქართველ ძიუდოისტს ეკრძალება სხვა ტურნირებზე გამოსვლაც, ვიდრე კომისია საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს