რა ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ნათქვამი - იან კელი ღარიბაშვილზე

საქართველო, თბილისი - 18:34 | 29.10.2021
ნანახია: 614

აშშ-ს ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი სოციალურ ქსელში ეხმიანება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის კომენტარს საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე.

"რა ამაზრზენი და ღრმად უპასუხისმგებლოა მთავრობის მეთაურის ნათქვამი", - წერს "ტვიტერზე" იან კელი.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მიხეილ სააკაშვილის შიმშილობაზე საუბრისას თქვა, რომ "კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება".

საქართველოს მესამე პრეზიდენტი ციხეში უკვე 29-ე დღეა შიმშილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე