მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს - ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილზე

საქართველო, თბილისი - 10:25 | 30.10.2021
ნანახია: 637

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დღეში 3 ლიტრ ლიმონათს ყიდულობს. მისივე თქმით, დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის "იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც თავად სააკაშვილი წარმოადგენს".

"მთელი ციხე იცინის იმაზე, რომ დღეში 3 ლიტრ ლიმონათს სვამს ეს კაცი. ყიდულობს. დღეში 3 ლიტრი ლიმონათი არის იმ სირცხვილის გაგრძელება, რასაც წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ასევე, განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ავად გახდომის სიმულირებას გეგმავს, რომ მხარდამჭერებში "ემოციები აღძრას".




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე