იმედი მაქვს, პოლარიზაცია დასრულდება, რადგან ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 11:20 | 30.10.2021
ნანახია: 397

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"მე მგონი საჭიროა, რომ ჩვენც და თქვენც ყველამ ვისწავლოთ ერთიანობა, სიწყნარე და სიმშვიდე – ამას მივეცი ხმა. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, ის პოლარიზაცია, რაც წინასაარჩევნო პროცესში იყო, დასრულდება, რადგან ამ ქვეყნისთვის უნდა დასრულდეს და თუ არა, ამით ხეირობს ჩვენი მეზობელი", - განაცხადა პრეზიდენტმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე