საქართველოს ხელისუფლების ქმედებები წარმოადგენს მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების წართმევას - უკრაინის სახალხო დამცველი
საქართველო, თბილისი - 16:44 | 30.10.2021 ნანახია: 1101
უკრაინის სახალხო დამცველმა, ლუდმილა დენისოვამ „ფეისბუქზე“ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც საუბარია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევების შესახებ.
„ქალაქ რუსთავს მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში უკრაინის მოქალაქის, უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების მონიტორინგის შედეგად, უმაღლესი რადის უფლებამოსილი პირი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ლუდმილა დენისოვა გამოთქვამს მტკიცე პროტესტს საქართველოს ხელისუფლების მიერ სააკაშვილისთვის სამოქალქო საავადმყოფოში სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმის, ასევე მისი პროცესუალური უფლებების უხეში დარღვევების გამო“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
კერძოდ, დენისოვას თქმით, სააკაშვილის მიმართ აღძრული ორი სისხლის სამართლის საქმის განხილვა მიმდინარეობს პროცესუალური დარღვევებით. „სასამართლო სხდომები არ ინიშნება უკვე მეორე თვეა, ხოლო შუამდგომლობა სასამართლო სხდომების დანიშვნის შესახებ ადვოკატებისა და პირადად მიხეილ სააკაშვილის, რომელიც თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, იგნორირებულია და არ განიხილება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
დენისოვას თქმით, საქართველოს სასამართლო ხელისუფლების ასეთი ქმედებები წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლების კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევას.
დენისოვას განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობას აკვირდება მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების ექიმი-თერაპევტი და არა ვიწრო პროფილის სპეციალისტი, ასევე სააკაშვილს აკრძალული აქვს ტელეფონით კონტაქტი ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან და მის მიერ არჩეულ სასულიერო პირებთან. სახალხო დამცველის თქმით, ეს არის გარე სამყაროსთან კავშირის უფლებისა და აღმსარებლობის თავისუფლების დარღვევა.
„2021 წლის 27 ოქტომბერს, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში ლუდმილა დენისოვას მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების დროს, ის იყო ფერმკრთალი და გაფითრებული, უჭირდა ლაპარაკი. მან წონაში დაიკლო 14 კგ. სააკაშვილმა სახალხო დამცველს სთხოვა დახმარება სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე, სადაც თავს იგრძნობს უსაფრთხოდ და მიიღებს აუცილებელ სამედიცინო დახმარებას“, - ნათქვამია ანგარიშში.
დენისოვას განცხადებით, ის რომ ექიმების კონსილიუმის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ სააკაშვილის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანაზე უარი თქვა და შესთავაზა ციხის საავადმყოფო, კატეგორიულად მიუღებელია, რადგან იქ არ არიან კვალიფიციური ექიმები და არ არსებობს შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა. დენისოვას თქმით, ასევე ამ დაწესებულებაში სისხლის სამართლის დამნაშავეების ყოფნის გამო, შესაძლო საფრთხე შეექმნას სააკაშვილის სიცოცხლეს.
„სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების დაცვისა და ფუნდამენტური თავისუფლების კონვენციის მე-3 მუხლს“, - აცხადებს უკრაინის სახალხო დამცველი.
„საქართველოს ხელისუფლების ასეთი ქმედებები ცხადად წარმოადგენს წამებას და უკრაინის მოქალაქის, რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილისთვის სიცოცხლის უფლების წართმევას, რაც არის 2020 წელს საქართველოს მიერ რატიფიცირებული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების საერთაშორისო პაქტის მე-6, მე-7, მე-9, მე-14 და მე-18 მუხლების დარღვევა“, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
დენისოვა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ შეწყვიტოს სააკაშვილის უფლებების დარღვევა, ხოლო სახელმწიფოებმა და საერთაშორისო საზოგადოებამ მტკიცედ დაგმონ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები, რომლებიც არღვევენ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უფლებებს და საქართველოს ხელისუფლებას მოსთხოვონ მისი უფლებების დაცვა.
მიხეილ სააკაშვილი ციხეში 30-ე დღეა შიმშილობს.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















