ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან, შესაბამისად, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა - კობახიძე

საქართველო, თბილისი - 16:47 | 30.10.2021
ნანახია: 610

ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან, შესაბამისად, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, - განაცხადა ბრიფინგზე კობახიძე ქართული ოცნების თავჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.

"აუცილებელია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა, რათა არცერთ მუნიციპალიტეტში არ დავუშვათ იმ ძალის გამარჯვება, რომელსაც ერთადერთ მინზნად აქვს ქვეყანაში არეულობის კერების შექმნა აქვს დასახული. უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი კანდიდატები მყარად იგებენ 20-დან 18 მუნიციპალიტეტში. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატები 2 მუნიციპალიტეტში ახლოს არიან 50%-იან ზღვართან, შესაბამისად, საჭიროა მაქსიმალური აქტიურობა, რათა ბოროტებამ არცერთ მუნიციპალიტეტში არ გაიმარჯვოს", - განაცხადა კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე