მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა საბოლოოდ დავასრულოთ ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 18:32 | 30.10.2021
ნანახია: 392

მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, - განაცხადა ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ ბრიფინგზე.

"მინდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, ვისაც ჯერ არ დაუფიქსირებია საკუთარი პოლიტიკური პოზიცია. არ დაიზაროთ, მიდით საარჩევნო უბნებზე და შეიტანეთ საკუთარი წვლილი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების გამარჯვებაში. მიდით საარჩევნო უბნებზე, რათა ერთხელ და საბოლოოდ დავასრულოთ ზიზღზე და რევანშზე ორიენტირებული პოლიტიკური დღის წესრიგი. მიდით არჩევნებზე, რათა ქვეყანაში დაისადგუროს მშვიდობამ და კარი გავუხსნათ ქვეყნის განვითარებაზე, მომავლის რწმენაზე ორიენტირებულ პოლიტიკას. თითოეული თქვენგანი აუცილებლად უნდა მივიდეს საარჩევნო უბნებზე და გააკეთოს არჩევანი. მე მჯერა, რომ არც თბილისელებს, არც რომელიმე სხვა ქალაქში მცხოვრებ სხვა მემამულეს შავისა და თეთირს გარჩევა, სწორი არჩევანის გაკეთება გაუჭირდება", - თქვა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე