ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს

საქართველო, თბილისი - 18:58 | 30.10.2021
ნანახია: 645

ვაზისუბნის 62-ე სარჩევნო უბანთან გაერთიანებული ოპოზიციის თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ის ჟურნალისტებს ესაუბრებოდა,  როდესაც მას უცნობმა პირმა თავში ხელი ჩაარტყა და გაიქცა.

ვაზისუბნის 62-ე საარჩევნო უბანთან დაპირისპირებაა - ნიკა მელიას ინფორმაციით, უბანზე შუქი ჩააქრეს. ადგილზე იმყოფებიან ქართული ოცნების აქტივისტები, რომლებიც ნიკა მელიას დაუპირისპირდნენ. უბანთან არიან "ოცნების" დეპუტატებიც - ბექა დავითულიანი და გიორგი ამილახვარი.