პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა 54.44%-ით ლიდერობს

საქართველო, თბილისი - 00:49 | 31.10.2021
ნანახია: 738

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე განთავსებული პირველადი მონაცემებით, წალენჯიხაში თვითმმართველი თემის მერის არჩევნების მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს.

ცესკო-ს პირველადი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გიორგი ხარჩილავას 54.44 პროცენტი აქვს, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატ გოგა გულორდავას 45.56 პროცენტი.

ცესკო-ს მონაცემებით, სულ 29 უბნიდან დათვლილია 10 (34,48%) უბნის მონაცემები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე