თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება. მთავარი ბრძოლა წინ არის - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:17 | 31.10.2021
ნანახია: 494

საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება, - წერს ოპოზიციის წარმომადგენელი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში.

როგორც სამადაშვილი ამბობს, ხელიუფლება ასეთი დასუსტებული არასდროს ყოფილა. მისივე თქმით, მთავარი ბრძოლა ჯერ წინ არის.

„დამშვიდდით მეგობრებო, საერთოდ არაფერი დასრულებულა. თავდაყირა დადგა ოცნება და საცოდავი, ერთი-ორი პროცენტის განსხვავებით მიითვისა გამარჯვება.

წინ ბევრი საქმეა, ესეც რომ ვეღარ შეძლოს. მაგრამ მერწმუნეთ – ასეთი დასუსტებული არ ყოფილა ხელისუფლება, გასული ცხრა წლის მანძილზე.

მიხეილ სააკაშვილი, იმედი მაქვს, შეწყვეტს შიმშილობას. მისი მომხრეებისთვის დღეს ეს გამხნევება იქნება. მისი სიცოცხლის საფრთხეში აღმოჩენა კი, სრულიად საპირისპირო ეფექტს მოახდენს – საერთო ეროვნულ დეპრესიას და უიმედობას გამოიწვევს.

მთავარი ბრძოლა ჯერ წინაა“, – წერს სალომე სამადაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე