ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 14:04 | 01.11.2021
ნანახია: 439

ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს, - წერს მიკრობლოგ "ტვიტერზე" საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

"მოხარული ვარ, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად გლაზგოში ვიწყებ ვიზიტს. მსოფლიოს ქვეყნებმა ერთად უნდა გავუსწოროთ თვალი კლიმატის ცვლილებისგან მომდინარე გამოწვევებს და გავზარდოთ ჩვენს მიერ ნაკისრი ვალდებულებები უფრო მწვანე, ნაყოფიერი და მტკიცე საზოგადოებების ჩამოსაყალიბებლად“, - წერს ირაკლი ღარიბაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე