ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება - ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველო, თბილისი - 14:54 | 01.11.2021
ნანახია: 569

ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება, განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.

ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით ამის დასტურია მათი განცხადებები.

„მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა უნდა შეწყვიტოს. მისი ჯანმრთელობა სამედიცინო პერსონალის მუდმივი დაკვირვების ქვეშ არის და პენიტენციური სისტემა იღებს გადაწყვეტილებებს. რა სამედიცინო დახმარება უნდა გაეწიოს, ეს ექიმების გადაწყვეტილებაა. ვფიქრობ, რომ ცოტა ხანში ოპოზიციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები და გადაადგილებები მოხდება და ამის დასტურია მათი განცხადებები. რა სახის ცვლილებები იქნება, ამას ახლო მომავალში ვნახავთ, – განაცხადა ქადაგიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე