ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 15:47 | 01.11.2021
ნანახია: 445

მე და ჩემს თანაგუნდელებს არასდროს ტაში არ დაგვიკრავს ძალადობისთვის და ეს არ მოხდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

"ვინც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა იყოს, ძალადობა ყველანაირად მიუღებელია. ყველა სახის ძალადობა - ფიზიკური, ფსიქოლოგიური, რასაც თქვენ აკეთებდით მთელი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში. მე საკუთარ თავზე მაქვს ეს ყველაფერი გამოცდილი და წარმომიდგენია, ჩვეულებრივ მოქალაქეს რას უშვრებით. ძალადობას - ფიზიკურს, მორალურს, ფსიქოლოგიურს არანაირი გამართლება არ აქვს. ჩვენ ერთმანეთზე კი არ უნდა გავიმარჯვოთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე, რომელიც ქვეყანაშია", - განაცხადა კახა კალაძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე