ჩემი ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები - ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 18:39 | 01.11.2021
ნანახია: 486

პარლამენტს კიდევ ერთი დეპუტატი ტოვებს. ზურაბ ჯაფარიძე მანდატის შეწყვეტის მოთხოვნით საკანონმდებლო ორგანოს ის უახლოეს საათებში მიმართავს.

„განცხადებას პარლამენტის დატოვების შესახებ უახლოეს დღეებში დავწერ, არ მჯერა, რომ ეს პარლამენტი როდესმე შედგება, ეს პარლამენტი არის კარიკატურა, ჩემი ამოცანაა რიგგარეშე არჩევნები“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.

ასევე, პარლამენტს ტოვებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნონა მამულაშვილი და „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე