ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს - სალომე ზურაბიშვილი

საქართველო, თბილისი - 22:28 | 03.11.2021
ნანახია: 545

ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია, არა და არასოდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"რადგან ეს საკითხი კიდევ მუსირებს, ჩემი პოზიცია ყოფილი პრეზიდენტის შეწყალებაზე მყარი და უცვლელია - არა და არასოდეს. ყოფილი პრეზიდენტი არც პოლიტიკური პატიმრობის და არც უდანაშაულო მსხვერპლის არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს. ის არის ნებაყოფლობით და არალეგალური გზით ქვეყანაში შემოსული მსჯავრდებული, რომლის შემოსვლაც მიზნად ისახავდა დესტაბილიზაციას. ამის მიუხედავად, მაღალი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, ის უნდა იყოს მიჩნეული განსაკუთრებულ პატიმრად, ეს მოითხოვს პენიტენციური სამსახურის ადმინისტრაციისგან და ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ყურადღებას, ყველა ზომის მიღებას, რადგან ჯანმრთელობის გაუარესება არ იქნა გამოყენებული პოლიტიკური სპეკულაციის ან დესტაბილიზაციის მიზნით. ეს საჭიროებს მაქსიმალურ გამჭვირვალობას და დროულ რეაგირებას ნებისმიერი დამძიმების ნიშნებისთანავე. ეს არის და ეს - ამ საკითხს მე არ დავუბრუნდები", - თქვა ზურაბიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე