ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით - ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტზე

საქართველო, თბილისი - 11:36 | 04.11.2021
ნანახია: 563

ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გუშუნდელ ბრიფინგზე წერს.

„ყველა სიტყვას მოვაწერდი ხელს, რაც სალომე ზურაბიშვილმა თქვა გუშინდელ ბრიფინგზე! ბრავო! ცოტაც და ყველა საძაგელ სიტყვას უკან წავიღებ და ყველა სიტყვაზე ბოდიშს მოვიხდი, რაც წლების მანძილზე მასზე მითქვამს. ქართული პოლიტიკური ზიზღის პინგპონგის ფონზე ერთადერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნეა ჯერჯერობით.!“, – წერს ალეკო ელისაშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე