იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით, სისხლს გაგიშრობთ - ზურაბ ჯაფარიძე
საქართველო, თბილისი - 13:43 | 06.11.2021 ნანახია: 1202
„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელ განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ პოლიტიკური ჯგუფების მიერ იგეგმება ხელიუფლების ძალადობრივი გზით დამხობა
„რომ არ იწვალოთ, აქ მოგიყვებით რას ვფიქრობ და რას ვაპირებ.
1. ჩემთვის ყველაფერი იწყება რეალობის გააზრებით. ბოლო ორ არჩევნებზე გაყალბების მასშტაბი იყო ისეთი რომ შეცვალა მთავარი მოცემულობა – ვინ არის ხელისუფლებაში, ოცნება თუ რაიმე სახის ახალი კოალიცია. გაყალბებაში ვგულისხმობ ორ რამეს:
ა) საარჩევნო სისტემის არ გადაყვანა სრულად პროპორციულზე მიუხედავად არაერთგზის საჯარო დაპირებისა;
ბ) ჩემი გადახდილი გადასახადებით, ინფლაციითა და ჩემი შვილების მიერ გადასახდელი ვალებით ხმების ყიდვა საბიუჯეტო ორგანიზაციების, საპატრიარქოს, ოცნებასთან დაახლოებული „ბიზნესებისა“ და ქურდული სამყაროს გამოყენებით. (კონკრეტულად არჩევნების პროცესში დარღვევებზე, პირადობების ჩამორთმევაზე, კარუსელებზე, ფულის დარიგებაზე და ა.შ. არ ვსაუბრობ, რადგან ზედა ორთან შედარებით ეს ყველაფერი მეორეხარისხოვანია თავისი მასშტაბით). ამას თუ ვერ/არ ხედავ ან იდიოტი ხარ ან ტრაკი არ გაქვს სიმართლეს თვალებში ჩახედო ან შენს ინტერესებშია სტატუს ქვოს შენარჩუნება.
2. შედეგად თავზე მაზიან ვიღაც უსინდისო ნაბიჭვრები, რომლებსაც არ აქვთ რაიმე ლეგიტიმაცია მართონ ჩემი და ჩემი შვილების ცხოვრების რაიმე ასპექტიც კი. ეს ნაბიჭვრები ყოველდღიურად ა) მართმევენ ფულს რომელსაც მე გამოვიმუშავებ (მბეგრავენ), ბ) იღებენ მილიარდობით ვალს რომელიც ჩემმა შვილება უნდა იხადონ მომავალში (თუ მანამდე არ გაიქცნენ) გ) ბეჭადვენ ფულს რის გამოც ფასები 13%-ით გაიზარდა შარშანდელთან შედარებით, დ) 1 ლარად ან ძალიან იაფად ხელში იგდებენ ჩემ წილ ქონებას რომლის უდიდესი ნაწილიც დღემდე სახელმწიფოს ხელშია, ე) ამ ჩემ ფულსა და ქონებას იყენებენ იმისათვის რომ ხელისუფლება კიდევ დიდხანს ჰქონდეთ უზურპირებული ვ) წერენ და იღებენ ათასგვარ იდიოტურ კანონებს, რომლებიც მტოვებს სიღარიბეში და არ მაძლევს ამ ჭაობიდან ამოსვლის შესაძლებლობას ზ) მისმენენ და მითვალთვალებენ ყველგან და ყოველთვის თ) ღიად უგულვებელჰყოფენ ჩემი ქვეყნის დასავლელი მეგობრების რჩევებსა და რეკომენდაციებს, და ასევე ღიად და დაუფარავად მახუტებენ რუსეთს, როგორც მმართველობის სისტემის თვალსაზრისით, ისე გეოპოლიტიკურად.
3. ამ მოცემულობაში ნებისმიერი კეთილსინდისიერი მოქალაქისთვის შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ერთი მიზანი – ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლილება და შემდეგ სისტემის ისე გარდაქმნა რომ ვერავინ ვეღარასდროს შესძლოს ძალაუფლების ასეთი მასშტაბით კონცენტრირება ერთ ხელში. ამ მიზნისკენ სვლა, ჩემი გადმოსახედიდან, ორ ნაბიჯიანია: 1) ხელისუფლების იძულება ორი მოსმენით მიიღოს საკონსტიტუციო ცვლილებები და ქვეყანა გადავიდეს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2%-იანი ბარიერით 2) ხელისუფლების იძულება დანიშნოს რიგგარეშე არჩევნები.
4. როგორ ვაპირებ გაიძულოთ გადადგათ ეს ორი ნაბიჯი? მე არ მჯერა პროტესტის იმ ფორმების რომლებიც ბევრჯერ ნაცადია, გაცვეთილია, და რომლებთან მიმართებაშიც სისტემას, რომლის ერთერთ იარაღსაც თქვენ წარმოადგენთ, უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. არ მჯერა მიტინგების, ხმამაღლა ყვირილის და შეიკრიბა-დაიშალა აქციების. იძულების გზად მიმაჩნია არალეგიტიმური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა ნებისმიერი ფორმით (რასაც ყველა უნდა აკეთებდეს ვისაც ამის ტრაკი აქვს), სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის პარალიზება, საბოტაჟი და უზურპატორებისთვის ნერვების პერმანენტული შლა. მთელი ჩემი დროის და ენერგიის ამაზე დახარჯვას ვაპირებ. სისხლს გაგიშრობთ.
პ.ს. აქვე, რამე სირობაზე რომ არ დამიჭიროთ:
1. თვეებია, არ გავკარებივარ არცერთ ნარკოტიკს
2. ტარების უფლებით მაქვს გაფორმებული ექვს სხვადასხვა სახის იარაღი და არაფერში მჭირდება გაუფორმებელი იარაღით მოძრაობა“, – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
პოლიტიკა
- შემოდის კონკრეტული მექანიზმი, რომლის თანახმადაც, უცხოელი საქართველოს მოქალაქეზე თუ დაქორწინდება და ბინადრობის ნებართვას მოითხოვს, კომისიასთან გასაუბრება მოუწევს - ალექსანდრე დარახველიძე
- მე წინააღმდეგი ვიყავი “ოპოზიციის ალიანსში” შესვლის, სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი და მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა - თინა ბოკუჩავა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- იტალიასა და მის პრემიერს არც კი უფიქრიათ ირანისა და ბირთვული საფრთხის წინააღმდეგ ჩართულიყვნენ, ათწლეულების განმავლობაში ჩვენ მათ ვიცავდით, მაგრამ ახლა გამოცდა ვერ ჩააბარეს - დონალდ ტრამპი
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















