არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:55 | 08.11.2021
ნანახია: 351

არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ.

"კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება ვაქცინაციის სააგიტაციო ღონისძიებები. მე მინდა კიდევ ერთხელ მივმართო ჩვენს მოქალაქეებს, რომ აქტიურად ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში, ვატაროთ პირბადე, დავიცვათ სოციალური დისტანცია. გავუფრთხილდეთ საკუთარ და ახლობლების ჯანმრთელობას. და ბოლოს მინდა ვთქვა, რომ არ იყოს რაიმე სპეკულაცია და ასე ვთქვათ, დეზინფორმაციის გავრცელება, ჩვენ ვაქცინაციას სავალდებულოს არ გავხდით, არ არის ვაქცინაცია სავალდებულო და არ გახდება ჩვენს ქვეყანაში სავალდებულო ვაქცინაცია, ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებას მე არ შევცვლი. რა თქმა უნდა, ჩვენ მოქალაქეებს უნდა ავუხსნათ, უნდა დავეხმაროთ, განვუმარტოთ, რომ ვაქცინაცია რეალურად არის გამოსავალი, პანდემიის დასრულების და უნდა ითქვას, რომ აცრა გვიცავს სიკვდილისგან, ეს არის ყველაზე მთავარი არგუმენტი", - თქვა ღარიბაშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე