აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ დაიძრნენ

საქართველო, თბილისი - 21:41 | 08.11.2021
ნანახია: 332

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედნიდან კანცელარიისკენ მიდიან. ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მოუწოდა.

"დაინახოს ყველამ, რომ არ ვიღლებით... წინ, გამარჯვებისკენ!" - ამბობს მელია.

დღესვე, ნიკა მელიამ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის სამომავლო გეგმებსა და უწყვეტ აქციებზეც ისაუბრა.  მელიამ თქვა, რომ დღეიდან საპროტესტო უწყვეტი აქციები დაიწყება და გაგრძელდება მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილს არ გაათავისუფლებენ და რიგგარეშე არჩევნებს არ ჩანიშნავენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე