კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 10:16 | 09.11.2021
ნანახია: 486

საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრას კელი დეგნანთან ერთად ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ერიკა ოლსონიც ესწრება.

როგორც შესვლამდე ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, საუბარი იქნება ქვეყანაში შექმნილ ვითარებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე