ოპოზიცია 19:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავს

საქართველო, თბილისი - 12:14 | 09.11.2021
ნანახია: 382

ოპოზიცია დღეს, 9 ნოემბერს 19:00 საათზე პარლამენტთან მორიგ აქციას გამართავს. მათი მოთხოვნაა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაყვანა.

მათი თქმით, აქციებს პერმანენტული ხასიათი იქნება.

მიხეილ სააკაშვილი გუშინ, 8 ნოემბერს რუსთავის ციხიდან მისი ნების საწინააღმდეგოდ გლდანის N18 პენიტენციური დაწესებულების კლინიკაში გადაყვანეს. ის მე-40 დღეა შიმშილობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე