ნათლად გამოჩნდა, რადიკალები რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 14:19 | 09.11.2021
ნანახია: 606

რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, იქ ბევრად მარტივია რადიკალური გეგმების აღსრულება, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

"რადიკალების გუშინდელი დესტრუქციული ქმედებებით ნათლად გამოჩნდა, რატომ ითხოვდნენ ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას. მიზეზი ერთადერთი იყო – სამოქალაქო კლინიკასთან ბევრად უფრო მარტივია იმ რადიკალური გეგმების აღსრულება, რომლის მიხედვითაც ისინი გუშინ მოქმედებდნენ.

ბუნებრივია, სახელმწიფო ვერ დაუშვებს, რადიკალების ახირების გამო, სამედიცინო პერსონალის, პაციენტებისა და სამართალდამცავების უსაფრთხოებასა და სიმშვიდეს არასაჭირო პრობლემები შეექმნას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე