სიტყვიერი შეურაცხყოფა იმ დანაშაულების მემილიონედია, რაც ციხეებში „ნაცმოძრაობამ“ ჩაიდინა - გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 17:02 | 09.11.2021
ნანახია: 592

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს გლდანის ციხე საკონცენტრაციო ბანაკად იყო გადაქცეული, რასაც უამრავი ადამიანი დაადასტურებს. ის აფორიაქება, სიტყვიერი შეურაცხყოფა არის მემილიონედი იმ დანაშაულების, რაც ციხეებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაიდინა, – განაცხადა  საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.

მისი თქმით, როდესაც სახელმწიფო სისტემა, რომელიც პასუხისმგებელია პატიმრის ჯანმრთელობაზე, მის გადაყვანას გადაწყვეტს, პატიმარს არ უთანხმებს, რა უნდა გააკეთოს მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დასაცავად.

„არც იმას გამოვრიცხავ, რომ გადაყვანა შეთანხმებული იყო და შემდეგ მოიგონა, რომ შეთანხმება არ შემდგარა. პროვოკაციისთვის, რისი ექსპერტიც სააკაშვილია, ჯერ დათანხმდე, ხოლო შემდეგ თანხმობა გამოიყენო, რათა დაძაბულობის ახალი კერა შექმნა. დღემდე მგონია, რომ ვანო მერაბიშვილი კამერიდან გაყვანა მოიგონა, რადგან ჯერ თქვა, გაიყვანეს და შემდეგ ამბავი ატეხა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე