არანაკლებ მძიმეა ხოშტარიას მდგომარეობა, ვიდრე სააკაშვილის - ნიკა მელია

საქართველო, თბილისი - 19:54 | 09.11.2021
ნანახია: 338

არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი, - განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

მისი თქმით, ყოველდღე პროტესტის ისეთი წერტილი იქნება, რომელსაც წინასწარ არ დაასახელებენ.

არ არის მარტივი, არანაკლებ მძიმე არის ელენე ხოშტარიას მდგომარეობა ახლა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილისა, თუ არა პირიქით, უარესი. ამიტომ, არანაირი დაღლა. ყოველდღე დილიდან ჩვენ კონკრეტული გეგმა გვექნება, ყოველი დღის ბოლოს მეორე დილის გეგმებს შეგატყობინებთ, რამდენიმე წერტილი იქნება, მაგრამ ყოველთვის იქნება ერთი წერტილი, რომელსაც არ შეგატყობინებთ და იმტვრიონ თავი ქართული ოცნების სპეცსამსახურებმა" - განაცხადა მელიამ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე