თბილისიდან გვესმის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები - მარია ზახაროვა ფორმატ 3+3-ზე

საქართველო, თბილისი - 14:05 | 11.11.2021
ნანახია: 497

მოსკოვში მიაჩნიათ, რომ ფორმატ 3+3-ის ამოქმედების გეგმები აუცილებელია პრაქტიკაში განხორციელდეს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„რუსეთმა მარი დაუჭირა ამ ინიციატივას, ვფიქრობთ, რომ დადგა დრო აღნიშნული ფრმატის ამოქმედების გეგემები პრაქტიკაში განხორციელდეს. რაც შეეხება საქართველოს პოზიციას, თბილისიდან ისმის ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ამ მექანიზმში მონაწილეობაზე. მაგრამ ეს სუვერენული ქვეყნის პოზიციაა. ჩვენ გამოვდივართ იქიდან, რომ ფორმატი 3+3 პასუხობს რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებს“, - განაცხადა მან.

ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებზე საუბრისას ზახაროვა, სავარაუდოდ მოიაზრებდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებას. 7 ოქტომბერს მინისტრმა განაცხადა, რომ დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებში საქართველო მაინც წარმოდგენილი იქნება რაღაც ფორმით რა თქმა უნდა, არა სახელმწიფო ინტერსებისა და ოკუპანტებისთვის რაიმეს დათმობის ხარჯზე. ამასთან, ზალკალიანმა მანამდე განაცხადა, რომ რუსეთთან არანაირ ფორმატზე არ შეიძლება საუბარი, ვიდრე მოსკოვს ქვეყნის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული.

ფორმატი 3+3 გულისხმობს რეგიონული ფორმატის თანამშრომლობას თურქეთს, ირანს, რუსეთს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს შორის.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე